ფეხბურთი

22:06 | 17.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: „ტორპედომ“ მესამე ადგილზე აინაცვლა

დღეს, 17 ოქტომბერს ეროვნული ლიგის 28-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. „თელავმა“ „იბერიას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. „გარეჯი“ შინ ლიდერ „დილასთან“ 0:2 აგებდა, მაგრამ პატარა სასწაული მოახდინა, ჩინებული „დაბრუნება“ განახორციელა და 3:2 მოუგო.

დღის გვიან მატჩში კი „ტორპედო“ „გაგრას“ ესტუმრა და 0:2 დაამარცხა. ანგარიში ნორვეგიელმა მეგოლემ ბიორნ იონსენმა გახსნა 54-ე წუთზე, 81-ზე კი სერბმა კომნენ ანდრიჩმა გააორა. საბოლოოდ - 0:2.

ახლა „ტორპედომ“ 46 ქულა მოაგროვა, „დინამოს“ გადაუსწრო და მესამე ადგილზე დადგა. 33-ქულიანი „გაგრა“ კი მეექვსეზეა.

„იბერიამ“ და „დილამ“ 59-59 ქულა მოაგროვეს, თუმცა „იბერია“ დამატებითი მაჩვენებლით ჯობნის გორელებს და ლიდერობა დაიბრუნა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092963