ოქტომბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ ფიფამ რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრებს რეგრესი აქვს.
ვილი სანიოლის გუნდმა ესპანეთსა და თურქეთთან წაგებების შემდეგ რეიტინგში 11.4 ქულა დაკარგა და ორი საფეხურით დაქვეითდა - იამაიკამ და ჩრდილოეთ ირლანდიამ გაასწრეს.
...68. იამაიკა - 1367.18
69. ჩრდ. ირლანდია - 1366.27
70. საქართველო - 1365.92
71. კაბო ვერდე - 1364.26
72. ფინეთი - 1360.27
მოწინავე ათეულში რამდენიმე ცვლილებაა: არგენტინამ საფრანგეთს გადაასწრო, ნიდერლანდებმა ბრაზილიას, იტალია ერთი პოზიციით დაწინაურდა, ხოლო გერმანია ათეულში დაბრუნდა. ლიდერი უცვლელია - ესპანეთის ნაკრები.
1. ესპანეთი - 1880.76 ქულა
2. არგენტინა - 1872.43
3. საფრანგეთი - 1862.71
4. ინგლისი - 1824.3
5. პორტუგალია - 1778
6. ნიდერლანდები - 1759.96
7. ბრაზილია - 1758.85
8. ბელგია - 1740.01
9. იტალია - 1717.15
10. გერმანია - 1713.3
ფიფა რეიტინგს მორიგი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 21 ნოემბერს განაახლებს.





