ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციამ ლა ლიგის გუნდების კაპიტნების მხარდაჭერით, თავის ოფიციალურ ვებ-გვერზე განაცხადა, რომ ქვეყნის ჩემპიონატის მე-9 ტურის ყველა თამაშის დროს, თითოეული მატჩის დაწყებისას, ფეხბურთელები სიმბოლურად გააპროტესტებენ ლიგაში გამჭვირვალობის, დიალოგისა და კოორდინაციის ნაკლებობის გამო ტურნირის მატჩის აშშ-ში ჩატარების შესაძლებლობას.
შეგახსენებთ, უეფამ ადრე ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ ლა ლიგის მატჩის აშშ-ში ჩატარების უფლება მისცა.
„კავშირმა გადაწყვიტა, პროექტში მონაწილე კლუბების, „ბარსელონასა“ და „ვილიარეალის“ ფეხბურთელები ინიციატივაში არ ჩართოს, მიუხედავად მათი საერთო პოზიციებისა და კრიტიკული მოსაზრებებისა, რათა პროტესტი არ დაემსგავსოს რომელიმე კლუბის წინააღმდეგ განხორციელებულ შესაძლო ზომას.
ლა ლიგის მხრიდან მუდმივი ნეგატიური და შეუსაბამო წინადადებების წინაშე, ასოციაცია კატეგორიულად უარყოფს პროექტს, რომელიც ჩვენი სპორტის მთავარი მოთამაშეების მიერ არ არის დამტკიცებული და მოითხოვს, რომ ლიგამ შექმნას მოლაპარაკების მაგიდა, სადაც ინფორმაციას გაცვლიან, პროექტის განსაკუთრებული მახასიათებლების ანალიზს მოახდენენ, მოთამაშეების საჭიროებებსა და შეშფოთებას გათვალისწინებენ, მათ შრომით უფლებებს და მოქმედ რეგულაციებს დაიცავენ“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.






