დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა დაამტკიცა „ჩელსის“ ნახევარმცველის, კოულ პალმერის, განაცხადი მისი Cold Palmer („ცივი პალმერის“)-ის აღნიშვნისა და სახელის სავაჭრო ნიშნის დარეგისტრირებაზე, იუწყება The Athletic.
გამოცემის ცნობით, ინგლისელმა ფეხბურთელმა პატენტის განაცხადის პროცესი 2024 წლის ნოემბერში დაიწყო. „ჩელსის“ ფეხბურთელს სავაჭრო ნიშნის დაუყოვნებლივ რეგისტრაცია პოლკოვნიკ ჩარლზ პალმერის სახელობის ფრანგული ღვინის კომპანიის, Chateau Palmer-ის საჩივრის გამო ვერ შეძლო. დავის მოგვარების შემდეგ, „ჩელსის“ ნახევარმცველს შეეძლება სავაჭრო ნიშნის, მათ შორის აღნიშვნისა და მისი ხელმოწერის გამოყენება 2034 წლამდე, მისი გახანგრძლივების შესაძლებლობით.
პალმერმა ამ სეზონში „ჩელსის შემადგენლობაში ოთხი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ამჟამად ის ტრავმირებულია და დაახლოებით ექვს კვირას გამოტოვებს.