ფეხბურთი

11:38 | 18.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთის ნაკრებს ინგლისელი მწვრთნელი ჩაიბარებს

შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრემ პოტერი გახდება. ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციასა და ინგლისელ სპეციალისტს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და დასკვნით ეტაპზეა.

პოტერი იონ დალ ტომასონს შეცვლის, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

გრემ პოტერი ბოლოს „ვესტ ჰემში“ მუშაობდა, საიდანაც დაითხოვეს, ხოლო მანამდე „იოსტერსუნდში“, „სუონსი სიტიში“, „ბრაიტონსა“ და „ჩელსიში“ უმუშავია.

შვედეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხ ტურში ერთადერთი ქულის ამარაა, მაგრამ პლეი-ოფში მონაწილეობა ერთა ლიგიდან მაინც შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091998