„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „სტრასბურთან“ მატჩის (3:3) შემდეგ ისაუბრა:
„სტრასბური“ ლიგა 1-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. თუმცა, ჩვენთვის პრიორიტეტი იყო სანაკრებო შესვენების შემდგომი პერიოდის მართვა. უნდა გავაკონტროლოთ მოთამაშეთა სათამაშო დრო. მატჩამდე ჩვენი მიზანი მიღწეულია.
სამი გოლის გაშვება მოწინააღმდეგის ხარისხიდან გამომდინარეობს. მატჩი კარგად დავიწყეთ. ბურთითაც და ბურთის გარეშეც ჩვენი უპირატესობა ვაჩვენეთ. თუმცა, პირველი ტაიმის დასასრული რთული იყო. მეორე ტაიმში ინტენსივობა უკეთესი იყო. მატჩის დასასრული ძალიან პოზიტიური იყო. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, რადგან გულშემატკივრები წარმოუდგენლები იყვნენ, ისინი მეტს იმსახურებდნენ. არცერთ მწვრთნელს არ სიამოვნებს სამი გოლის გაშვება... ვცდილობ, სამუშაო გავაუმჯობესო.
ვცდილობთ, ყველა შეჯიბრში კონკურენტუნარიანი ვიყოთ. ჩვენი მიზანია ტურნირში საუკეთესო შედეგის მიღწევა და ყველა ტიტულის მოგება. ეს ძალიან რთული იქნება და უნდა ვიცოდეთ, როგორ გადავლახოთ ყველა გარემოება სეზონის განმავლობაში“, - თქვა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 17 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს, სტუმრად „ლევერკუზენთან“ ჩაატარებს, ხოლო ჩემპიონატში 25 ოქტომბერს, „ბრესტს“ დაუპირისპირდება.