„ლიონმა“ ნიდერლანდელი მცველი ჰანს ჰატებური დაიმატა. ფრანგულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ჰატებური „ლიონს“ „რენიდან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.
31 წლის ფეხბურთელს კარიერის საუკეთესო წლები 2016-2024 წლებში „ატალანტაში“ აქვს გატარებული, სადაც 245 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მას ასევე „გრონინგენში“ უთამაშია, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული.









