„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ არ იცის, როდის გამოჯანმრთელდება როდრი. ასევე, კომენტარი გააკეთა ერლინგ ჰოლანდზეც და ჯეკ გრილიშზე.
„როდრი ვერ დაგვეხმარება და არ ვიცი, როდის დაბრუნდება. გრილიში? მისი გავლენა „ევერტონში“ უზარმაზარია, თავისი თამაში დაიბრუნა. არა, მასთან არ მისაუბრია მას შემდეგ, რაც გუნდიდან წავიდა.
ჰოლანდი საუკეთესო ფორმაშია, რაც მახსოვს. მისი თამაშის დონე განსაკუთრებულია, თუმცა ამ დონის მუდმივად შენარჩუნება შეუძლებელია. როდესაც მას ჩავარდნა ექნება, ჩვენ მასთან ვიქნებით, უბრალოდ უნდა დავეხმაროთ მას ამ დონის შენარჩუნებაში“, - თქვა გვარდიოლამ.






