ფეხბურთი

15:26 | 18.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ამორიმი: "კლუბისგან ნდობა მაქვს, მაგრამ არ ვიცი, ჩემს განკარგულებაში 3 წელი არის თუ არა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობისგან ნდობას გრძნობს, მაგრამ არ იცის, სამი წლის განმავლობაში მიეცემა თუ არა, კლუბში მუშაობის შესაძლებლობა:

„ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი თამაშია. ფეხბურთში შეუძლებელია რაღაცის კონტროლი. ძალიან სასიამოვნოა რეტკლიფის მხარდაჭერის მოსმენა, ის ამას ყოველთვის მეუბნება, ხანდახან მატჩების შემდეგაც, მაგრამ თქვენც იცით, მეც და ჯიმიმაც იცის, რომ ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად შეიძლება შეიცვალოს. ნდობა მაქვს, მაგრამ არ ვიცი, სამი წლის განმავლობაში აქ მუშაობის შესაძლებლობა მომეცემა თუ არა“, - თქვა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელმა ჯიმი რეტკლიფმა ამორიმს ნდობა საჯაროდ გამოუცხადა და თქვა, რომ მას „მანჩესტერში“ შესაძლებლობების წარმოსაჩენად 3 წელი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167006