ფეხბურთი

18:00 | 18.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გეჰი "კრისტალ პალასს" უფასოდ დატოვებს

„კრისტალ პალასის“ კაპიტანი მარკ გეჰი კლუბს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ეს ინფორმაცია ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა გაავრცელა: „გეჰი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. გვინდოდა, რომ მარკი დარჩენილიყო, მაგრამ მას სხვა რამ სურს“, - აღნიშნა გერმანელმა.

აღსანიშნავია, რომ გეჰი გასულ ზაფხულს ძალიან ახლოს იყო „ლივერპულში“ ტრანსფერთან, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.

მარკ გეჰი „კრისტალ პალასში“ 2021 წლიდან თამაშობს და 167 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ის „ჩელსის“ აღზრდილია, ასევე უთამაშია „სუონსიში“, ხოლო ინგლისის ნაკრებში 26 თამაშში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171209