დღეს, 18 ოქტომბერს, გერმანიის ბუნდელიგის მე-7 ტურის 6 მატჩი იმართება, ხუთი უკვე დასრულდა. ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ „ვერდერს“ უმასპინძლა და 2:2 ეთამაშა. ბუდუ 79-ე წუთზე შეცვალეს.ხლა „ჰაიდენჰაიმს“ 4 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა.
„მაინცმა“ და „ლევერკუზენმა“ერთმანეთსცშვიდი გოლი გაუტანეს. დუბლი მიითვალა სტუმართა ესპანელმა ალეხანდრო გრიმალდომ.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-7 ტური. 18 ოქტომბერი: ჰაიდენჰაიმი - ვერდერი 2:2, ლაიფციგი - ჰამბურგი 2:1, მაინცი - ლევერკუზენი 3:4, კიოლნი - აუგსბურგი 1:1, ვოლფსბურგი - შტუტგარტი 0:3, ბაიერნი - დორტმუნდი გვიან გაიმართება