ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩში „ბარსელონამ“ „ჟირონას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
პედრიმ პირველი გოლი გაიტანა, შემდეგ კი სტუმრებმა აქსელ ვიტსელის დარტყმით გაათანაბრეს ანგარიში.
დიდი ხნის განმავლობაში, კოკისპირულ წვიმაში თამაშისას, გუნდებმა უამრავი შანსი შექმნეს, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს. გადამწყვეტი დარტყმა 82-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა რონალდ არაუხომ განახორციელა: ურუგვაელმა ფრენკი დე იონგის გადაცემით 90+3 წუთზე გაიტანა და „ბარსელონას“ გამარჯვება მოუტანა.
ახლა „ბარსელონამ“ 22 ქულა დააგროვა და ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მადრიდის „რეალი“ (21) მეორე ადგილზეა, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.
„ჟირონას“ ექვსი ქულა აქვს და მე-18 ადგილზეა.
ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. მე-9 ტური. 18 ოქტომბერი: სევილია - მალიორკა 1:3, ბარსელონა - ჟირონა 2:1, ვილიარეალი - ბეტისი, ატლეტიკო - ოსასუნა მოგვიანებით გაიმართება









