„ნოტინგემ ფორესტის“ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანგელოს პოსტეკოღლუმ ინგლისის პრემიერლიგის მერვე ტურში „ჩელსისთან“ 0:3 მარცხის შემდეგ, უნიკალური ანტირეკორდი დაამყარა.
60 წლის მენეჯერი გახდა „ნოტინგემის“ ისტორიაში პირველი დამრიგებელი, რომლის დროსაც „მეტყევეებმა“ პირველ რვა მატჩში ვერ შეძლეს გამარჯვება. მათ ყველა შეჯიბრში ორჯერ ფრედ ითამაშეს და ექვსჯერ წააგეს.
დღეს, 18 ოქტომბერს, ის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ოფიციალურად დაითხოვეს.
მის შემცვლელად იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელს რობერტო მანჩინის მოიაზრებენ.
ავსტრალიელმა გუნდი წლეულს სექტემბერში ჩაბარა და პორტუგალიელი ნუნუ ეშპირიტუ სანტო შეცვალა. „ნოტინგემ ფორესტი“ ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-17 ადგილზეა რვა თამაშიდან ხუთი ქულით.