ფეხბურთი

22:54 | 18.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ „დორტმუნდი“ დაამარცხა და ბუნდესლიგაში კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს

გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურის მატჩი მიუნხენის „ბაიერნისა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის ბავარიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ჰარი კეინმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა, რითაც მიუნხენმა უპირატესობა მოიპოვა. მაიკლ ოლისემ მასპინძელი გუნდის უპირატესობა 79-ე წუთზე გააორმაგა. იულიან ბრანდტმა 84-ე წუთზე ერთი საპასუხო გოლის გატანა მოახერხა.

ამ თამაშის შემდეგ, „ბაიერნი“ ბუნდესლიგის ცხრილს 21 ქულით ლიდერობს, ხოლო „ბორუსია“ 14 ქულით მეოთხე ადგილზეა.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-7 ტური. 18 ოქტომბერი: ჰაიდენჰაიმი - ვერდერი 2:2, ლაიფციგი - ჰამბურგი 2:1, მაინცი - ლევერკუზენი 3:4, კიოლნი - აუგსბურგი 1:1, ვოლფსბურგი - შტუტგარტი 0:3, ბაიერნი - დორტმუნდი 2:1.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095184