რუმინეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში „კრაიოვამ“ „უნირეა“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ანზორ მექვაბიშვილმა გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მეტოქის კარი 71-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში 2:1 გახადა. ეს მექვაბიშვილის პირველი გოლია მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში და აქტივში 5 საგოლე პასიც აქვს.
„კრაიოვა“ რუმინეთის ჩემპიონატში 27 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 ოქტომბერს, „მეტალოგლობუსს“ შეხვდება.