შვედეთის სუპერტანის (რანგით მეორე დივიზიონი) 27-ე ტურში საბა მამაცაშვილის „კალმარმა“ „ოდევოლდი“ 3:2 დაამარცხა, ხოლო ქართველმა მცველმა გოლი გაიტანა.
მამაცაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი 61-ე წუთზე დალაშქრა, რითაც ანგარიში 2:1 გახადა.
მამაცაშვილს „კალმარის“ მაისურით 10 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.
„კალმარი“ 58 ქულით პირველ ადგილზეა და უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად იბრძვის, მომდევნო ტურში კი 25 ოქტომბერს, „სუნდსვალს“ ესტუმრება.









