ფეხბურთი

0:04 | 19.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონის დუბლმა „ბეტისი“ „ვილიარეალთან“ მარცხისგან იხსნა
მიქაუტაძეს არ უთამაშია

ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩი „ვილიარეალსა“ და „ბეტისს“ შორის ფრედ, 2:2 დასრულდა.

ტეჟონ ბიუკენანმა მასპინძელი გუნდი 44-ე წუთზე დააწინაურა, ხოლო ალბერტო მოლეირომ გუნდის უპირატესობა 64-ე წუთზე გააორმაგა. ანტონიმ გოლი 67-ე წუთზე ერთი საპასუხო გაიტანა, შემდეგ კი, 90+4-ზე დუბლი მიითვალა.

ჟორჟ მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ შემადგენლობაში არ უთამაშია. სანაკრებო პაუზის შემდეგ ის ჯანმრთელობის მხრივ მცირე დისკომფორტს გრძნობდა და მწვრთნელებმა აღარ გარისკეს.

ამ თამაშის შემდეგ, „ვილეარიალი“ ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის სატურნირო ცხრილში 17 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „ბეტისი“ 16 ქულით მეოთხეზე.

შემდეგ რაუნდში ვილეარიალი 25 ოქტომბერს სტუმრად „ვალენსიას“ დაუპირისპირდება, ხოლო ბეტისი“ 27 ოქტომბერს მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. მე-9 ტური. 18 ოქტომბერი: სევილია - მალიორკა 1:3, ბარსელონა - ჟირონა 2:1, ვილიარეალი - ბეტისი 2:2, ატლეტიკო - ოსასუნა მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092351