ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-9 ტურში ირაკლი იეგოიანმა საგოლე პასი მიითვალა. „ექსელსიორმა“ საკუთარ მოედანზე „სიტარდი“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი მეცხრე წუთზე გიან დე რეგტმა მაკრატელა დარტყმით გაიტანა, ხოლო საგოლე პასი იეგოიანის იყო, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა საჯარიმოში.
ქართველმა ფეხბურთელმა ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შვიდ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო ერთხელაც საგოლე პასი გააკეთა. „ექსელსიორი“ 9 ქულით მე-13 საფეხურზეა, 26 ოქტომბერს კი, სტუმრად „იგლზის“ დაუპირისპირდება.









