ფეხბურთი

18:30 | 19.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის გოლი და საგოლე პასი ავსტრიის ჩემპიონატში

გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში სტუმრად „ლინცი“ დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა, გამარჯვების გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.

„შტურმი“ 75-ე წუთამდე ორბურთიანი უპირატესობით იგებდა (3:1), მაგრამ შემდეგ ორჯერ გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა. თუმცა, 87-ე წუთზე კიტეიშვილმა გაიტანა გამარჯვების გოლი, რითაც „შტურმმა“ 4:3 მოიგო. კიტემ გოლამდე საგოლე პასიც მიითვალა, როდესაც მორის მელოუნმა ანგარიში 2:1 გახადა.

ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

„შტურმი“ ბუნდესლიგას 21 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში 26 ოქტომბერს, „ვოლფსბერგერს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09869