სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში „მიხალოვცეს“ მცველმა თორნიკე ძოწენიძემ "კოშიცეს" წინააღმდეგ გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 34-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ „მიხალოვცე“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ უპირატესობა გაანიავა და 2:3 დამარცხდა.
„მიხალოვცე“ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდენო ტურში კი „დუნაისკა სტრედას“ უმასპინძლებს.