ფიბა-ს ქართველმა მსაჯებმა და კომისარმა ოქტომბრის პირველი ნახევრის საერთაშორისო მატჩები მოილიეს, თუმცა მეორე ნახევარშიც არანაკლებ დაკავებულები იქნებიან. ფიბა ევროპის შესაბამისმა დეპარტამენტმა თავის ტურნირებზე მსაჯები და კომისრები გაანაწილა და საქართველოს წარმომადგენლებს შემდეგი მატჩები ერგოთ:
კირილე თვაური იმსაჯებს ისტორიაში პირველ აზერბაიჯანულ დერბის ევროტურნირზე: ბაქოს 2 გუნდი – აბშერონი და ნეფჩი ერთმანეთს აზერბაიჯანის დედაქალაქში – ფიბა ევროპის თასის ეგიდით შეხვდება. აზერული დერბის გარდა თვაური 22 ოქტომბერს იმსაჯებს ესტონეთში – ტარტუსა და პორტუგალიური პორტუს მატჩს ფიბა ევროპის თასზე.
მიხეილ ვართანოვს ერთი კვირის ინტერვალში ჯერ თურქეთში, შემდეგ კი კვიპროსში მოუწევს მუშაობა. სტამბოლში 22 ოქტომბერს ქალთა ევროლიგაში ფენერბაჰჩე ბერძნულ ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს, ხოლო 29 ოქტომბერს აეკ-ი ლარნაკაში რუმინულ ბრაშოვს დაუხვდება.
რაც შეეხება ფიბა-ს ერთადერთ ქართველ კომისარს, მერაბ რატიშვილს, ის 30 ოქტომბერს, სტამბოლში, ქალთა ევროპის თასზე ბეშიქთაშისა და პოლონური გორჟოვის მატჩს მოემსახურება.
მიხეილ ვართანოვი (მსაჯი) 22 ოქტომბერი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი) ფენერბაჰჩე (სტამბოლი, თურქეთი) – ოლიმპიაკოსი (პირეოსი, საბერძნეთი) 29 ოქტომბერი. ფიბა ევროპის თასი. ლარნაკა (კვიპროსი) აეკ (ლარნაკა, კვიპროსი) – ბრაშოვი (რუმინეთი) კირილე თვაური (მსაჯი) 22 ოქტომბერი. ფიბა ევროპის თასი. ტარტუ (ესტონეთი) ტარტუ (ესტონეთი) – პორტუ (პორტუგალია) 29 ოქტომბერი. ფიბა ევროპის თასი. ბაქო (აზერბაიჯანი) აბშერონი (ბაქო, აზერბაიჯანი)- ნეფთჩი (ბაქო, აზერბაიჯანი) მერაბ რატიშვილი (კომისარი) 30 ოქტომბერი. ქალთა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი) ბეშიქთაში (სტამბოლი, თურქეთი) – გორჟოვი (პოლონეთი) GBF.GE