ფეხბურთი

22:18 | 19.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა იმნაძის გოლი ყაზახეთის ჩემპიონატში

ყაზახეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში „ორდაბასის“ ფეხბურთელმა ლუკა იმნაძემ გოლი გაიტანა.

„ორდაბასიმ“ შინ „ოკჟეპტესი“ 7:1 გაანადგურა, ხოლო იმნაძის აქტივში თავის გუნდის მეხუთე გოლია, როდესაც საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა და სეზონში თავი მეოთხედ გამოიჩინა.

„ორდაბასი“ 34 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს და მომდევნო ტურში სტუმრად „აკტობეს“ შეხვდება.

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში საგოლე პასით გამოირჩა გიორგი გაგუა. „დუნაისკა სტრედას“ ფორვარდი „ჟილინასთან“ მატჩში მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა და ასისტი ოთხ წუთში მიითვალა, მაგრამ მისი გუნდი 1:2 დამარცხდა.

„დუნაისკა სტრედაში“ შეუცვლელად ითამაშა ცოტნე კაპანაძემ, ხოლო „ჟილინაში“ - ალექსანდრე ნარიმანიძემ.

„ჟილინა“ 22 ქულით პირველ ადგილზეა, „დუნაისკა სტრედას“ 19 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100645