ესპანეთის ლიგა ენდესას მესამე ტურში „გრანადა“ საკუთარ მოედანზე „ბასკონიასთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 80:83 დამარცხდა.
მასპინძელთა შორის ბექა ბურჯანაძემ 15 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„გრანადა“ სამი წაგებით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 ოქტომბერს, „ფორსა ლეიდას“ ესტუმრება.









