კალათბურთი

23:20 | 19.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას MVP-ის ტიტული ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესაში „ბარსელონამ“ სტუმრად „უნიკახა“ 83:77 დაამარცხა და ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის MVP თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 23 წუთში 18 ქულა და 1 პასი მიითვალა. შენგელიამ 6-დან 5 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 19 გამოდგა, რითაც, ისევე, როგორც ქულებით, ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

„ბარსელონა“ ერთი გამარჯვებით და ორი მარცხით მე-12 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში 25 ოქტომბერს, „ბრეოგანს“ შინ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088303