ინგლისის პრემიერლიგაში „ლივერპული“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 1:2 დამარცხდა, ხოლო გიორგი მამარდაშვილის თამაშს ბრიტანული მედია შემდეგნაირად გამოეხმაურა:
This is anfield 5 ქულა: „პრემიერლიგაში მამარდაშვილის დებიუტი „ენფილდზე“ მნიშვნელოვანი იყო, ალისონის დატოვებული სიცარიელით ზეწოლა დიდი იყო. ბრაინ მბუემომ მეორე წუთზე ადვილად აჯობა და ნერვიულობდა, მალევე არაზუსტი პასი გააკეთა. მილოშ კერკეზი არაზუსტი პასის მერე გადაარჩინა, მაგრამ ის ალისონი არაა“.
Liverpool Echo 5 ქულა: „მბუემოს პირველ გოლზე მეტის გაკეთება შეეძლო, შემდეგ კი შესვენებამდე ორი კარგი სეივი ჰქონდა. „იუნაიტედის“ გამარჯვების გოლში შანსი არ ჰქონდა“.
Liverpool.com 6 ქულა: „ორი კარგი სეივი ჰქონდა, მაგრამ ერთი იმიტომ, რომ ეპიზოდის დასაწყისში შეცდა. სტანდარტულებზეც მშვიდად არ გამოიყურებოდა“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულში“ ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის ორჯერ პრემიერლიგაში ითამაშა.
„ლივერპული“ კონკრეტულად პრემიერლიგაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა (ყველა ტურნირზე მეოთხედ), შედეგად, 15 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ბრენტფორდს“ ესტუმრება.