ფეხბურთი

0:21 | 20.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "თამაშის ბედი უფრო ადრე უნდა გადაგვეწყვიტა"

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა „ლიცნთან“ მატჩის (4:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე საუკეთესო იყო გოლით და საგოლე პასით. სწორედ მან გაიტანა 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი:

„3:1-ის შემდეგ, ადვილი თამაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გვინდოდა მინიმუმის გაკეთება და შემდეგ ორი გოლი გავუშვით. ასეთ თამაშებში უფრო თანმიმდევრული უნდა იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 70 წუთის შემდეგ ორი გოლით იგებ - უნდა გააგრძელო და უკეთ აკონტროლო თამაში, როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშე, თამაშის ბედი ბევრად ადრე უნდა გადაგვეწყვიტა“, - განაცხადა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

„შტურმი“ ბუნდესლიგას 21 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში 26 ოქტომბერს, „ვოლფსბერგერს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097446