სერია A-ს მეშვიდე ტურში „მილანმა“ „ფიორენტინა“ 2:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა.
„ნაპოლის“ და „რომას“ წაგებების შემდეგ „როსონერის“ შანსი მიეცა, რომ გალიდერებულიყო, რაც გამოიყენა. თუმცა, მასიმილიანო ალეგრის გუნდს გასავარდნ ზონაში მყოფ „ფიორენტინასთან“ ძალიან გაუჭირდა.
უგოლო ტაიმის შემდეგ ანგარიში მეორე ნახევრის სტარტზე გაიხსნა და სტუმრები გერმანელმა მცველმა რობინ გოზენსმა დააწინაურა. თუმცა, „მილანმა“ ამის შემდეგ გამოავლინა ხასიათი. რაფაელ ლეაომ მალევე აღადგინა წონასწორობა, ხოლო 86-ე წუთზე დუბლიც შეასრულა, როცა პენალტი ზუსტად დაარტყა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
„მილანი“ 16 ქულით პირველ ადგილზეა და ქულით უსწრებს „ნაპოლის“, „რომას“ და „ინტერს“, ხოლო მომდენო ტურში „პიზას“ უმასპინძლებს.
„მილანი“ – „ფიორენტინა“ 2:1 (0:0)
გოლები: 0:1 გოზენსი (55), 1:1 ლეაო (63), 2:1 ლეაო (86, პენ)