ფეხბურთი

1:17 | 20.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" 9-კაციან "ხეტაფესთან" მბაპეს გოლით მოიგო

ესპანეთის ლა ლიგის მეცხრე ტურში „რეალმა“ სტუმრად „ხეტაფე“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

მატჩის ბედი კილიან მბაპეს გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც მე-80 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი. მანამდე, სამი წუთით ადრე, „ხეტაფე“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, ხოლო 84-ე წუთზე სულაც 9 ფეხბურთელით.

„რეალი“ ლა ლიგას 24 ქულით ლიდერობს და „ელ კლასიკოს“ წინ ორი ქულით უსწრებს „ბარსელონას“. „ელ კლასიკო“ 26 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა მანამდე „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172602