თამაშგარე

9:35 | 20.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბენჟამინ აგუერო ნათლიის, მამის და ბაბუის გზაზე

უკვე 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიეგო მარადონას ქალიშვილი, ჯიანინა მარადონა და აწუკვე ვეტერანი ფეხბურთელი სერხიო აგუერო ერთად აღარ არიან და ორივემ ცხოვრებაში საკუთარი გზა მოიძია. თუმცა, ეს წყვილი არგენტინის ბულვარულ მედიას არ დავიწყებია და პერიოდულად ინტერესდებიან ხოლმე, ახლა რა ვითარებაა სერხიოსა თუ ჯიანინას პირად ცხოვრებაში.

როგორც უკვე ვთქვით, მათი წარსული ურთიერთობა დასრულებულია და ორივე დამოუკიდებელ გზას ადგას. სერხიოს ახალი ოჯახი ჰყავს და ცოტა ხნის წინ ცოლისგან, სოფია კალცეზეტისგან ქალიშვილი ეყოლა, რომელსაც ევა პერონის პატივისცემით ევა დაარქვეს. ჯიანინა კი აღარ გათხოვილა, თუმცა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა და საკუთარი სახელოვნებო გალერეების მფლობელია.

საზოგადოებას ყველაზე მეტად ჯიანინას და სერხიოს საერთო შვილის, ბენჟამინ აგუეროს მომავალი აინტერესებს, რომელიც როგორც გაირკვა უკვე საკმაოდ კარგად თამაშობს ფეხბურთს, რაც გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ 16 წლის ბენჟამინის ბაბუა დიეგო მარადონაა, მამა სერიო აგუერო, ნათლია კი - ლეო მესი.

0.093602