ესპანეთის ლა ლიგის მეცხრე ტურში „რეალმა“ სტუმრად „ხეტაფე“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.მატჩის ბედი კილიან მბაპეს გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც მე-80 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი.
შეხვედრის შემდეგ "ხეტაფეს" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც კომენტარი შეხვედრაზე და ვინისიუს ჟუნიორთან მომხდარ შელაპარაკებაზე გააკეთა.
"ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრა გამოდგა და ვფიქრობ ყველაფერი მსაჯის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებმა გადაწყვიტა. ვთვლი, რომ სასჯელი გადამეტებული იყო და მსაჯს ნიომისთვის ყვითელი ბარათის ჩვენებაც შეეძლო. ვინისუსმა ძალიან გადააჭარბა. ამ მომენტის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ "მაგარი ცვლილებები გავაკეთე", მე მას ვუთხარი, რომ მოედანზე დაბრუნებულიყო, რის შემდეგაც ჩემთან ბელინგემი მოვიდა და სათადარიგოთა სკამისკენ დაბრუნებისკენ მომიწოდა. ამ ყველაფერს ახლა დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, თუმცა ვთვლი, რომ ვინისიუს ჩემი პროვოცირება არ უნდა ეცადა." - განაცხადა ბორდალასმა.
შეგახსენებთ, რომ მატჩის 76-ე წუთზე ხეტაფეს მთავარმა მწვრთნელმა ალან ნიომი შემოიყვანა მოედანზე, რომელმაც რამდენიმე წამში ვინისიუს ჟუნიორის წინააღმდეგ იუხეშა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ლა ლიგას 24 ქულით ლიდერობს და „ელ კლასიკოს“ წინ ორი ქულით უსწრებს „ბარსელონას“. „ელ კლასიკო“ 26 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა მანამდე „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.