მაროკოს ნაკრებმა ისტორია დაწერა და ჩილეში გამართული 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მათ ფინალში ტურნირის ექვს გზის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები დაამარცხეს და აღნიშნულ ტიტულს ისტორიაში პირველად დაეუფლნენ.
მაროკოს ნაკრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველი გოლის გატანა მე-12 წუთზე მოახერხეს თავი საჯარიმო დარტყმიდან მოჰამედ ზაბირიმ გამოიჩინა. მანვე 29 წუთზე დუბლის შესრულება შეძლო და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე მესამე ადგილი კოლუმბიის ნაკრებმა დაიკავა, მათ ბრინჯაოს მედლებისთვის გამართულ მატჩში საფრანგეთი 1:0 დაამარცხა.