ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში "გრაცის შტურმმა" სტუმრად "ლინცი" დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა, ხოლო ოთარ კიტეიშვილი მატჩში საუკეთესო იყო. ქართველი ფეხბურთელი საგოლე გადაცემითა და გოლით გამოირჩა.
მატჩის დასრულების შემდეგ მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა მიტია მორეცმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და ოთარ კიტეიშვილი შეაქო:
"რთული მატჩი გამოვიდა და საბოლოო ჯამში მწარე მარცხი იყო. მიუხედავად ყველაფრისა შეგვიძლია, რომ ჩვენი თამაშით ამაყები ვიყოთ. კარგი მატჩი ჩავატარეთ და გატანის ბევრი შესაძლებლობაც გვქონდა, იყო შანსი პირველ ტაიმში წინ გავსულიყავით, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. საბოლოო ჯამში ოთარ კიტეიშვილის ინდივიდუალური კლასი მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა." - განაცხადა მორეცმა.
შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. „შტურმი“ ბუნდესლიგას 21 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში 26 ოქტომბერს, „ვოლფსბერგერს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.