ფეხბურთი

14:20 | 20.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი: "მარცხი ყოველთვის ცუდია, თუმცა განვითარება უნდა გავაგრძელოთ"

საქართველოს ნაკრებისა და "ლივერპულის" კარის დარაჯმა გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" წაგებული (1:2) მატჩის შემდეგ Telemundo Deportes-თან ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.

"ჩვენთვის ძალიან უიღბლო დღე იყო. არაერთი მომენტი შევქმენით, თუმცა ვერ გავიტანეთ. საბოლოო ჯამში დავმარცხდით და ეს ყოველთვის ცუდია, თუმცა თავი უნდა ავწიოთ და განვითარება გავაგრძელოთ. შემდეგი მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ესპანეთიდან წამოსვლის შემდეგ, ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა რა თქმა უნდა, დადებითისკენ. ჩემი ადაპტაციის პროცესი ნელ ნელა წინ მიდის და სწორ გზაზე ვარ." - განაცხადა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ კონკრეტულად პრემიერლიგაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა (ყველა ტურნირზე მეოთხედ), შედეგად, 15 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ბრენტფორდს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092105