ფეხბურთი

15:32 | 20.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

კამავინგა უკმაყოფილოა და შესაძლოა “რეალი” დატოვოს

მადრიდის “რეალის” ფრანგი ფეხბურთელი ედუარდო კამავინგა გუნდში მისი როლითა და სათამაშო დროის სიმცირის გამო უკმაყოფილოა და შესაძლოა “სამეფო კლუბი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს.

აღნიშნულ ინფორმაციას DefensaCentral-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კამქვინგას დამატებით “ლივერპულია” დაინტერესებული და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

შეგახსენებთ, რომ კამავინგა "რეალის" ღირსებას 2021 წლიდან იცავს. ფრანგ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 6 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის ანგარიშზე 1 გატანილი გოლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093902