ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურში "მანჩესტერი" სტუმრად "ლივერპულს" დაუპირისპირდა და 2:1 იმარჯვა. შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი ჰარი მაგუაირმა გაიტანა. ინგლისელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა "მანჩესტერის" მაისურით ეს მისთვის ბოლო მატჩი იყო "ენფილდზე".
"გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ, უკვე მეშვიდე წელია რაც "მანჩესტერში" ვარ და პირველად მოვიგეთ "ლივერპულთან" გასვლით მატჩში. არ ვიცი რა იქნება მომავალში, კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში მიმთავრდება და შესაძლოა "მანჩესტერის" მაისურით ეს ბოლო მატჩი იყო "ენფილდზე". - განაცხადა ჰარი მაგუაირიმ.
შეგახსენებთ, რომ მაგუაირი "მანჩესტერის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 8 მატჩში აქვს ნათამაშები და ტავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ინგლისელს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება და მისი სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 13-15 მილიონია.