სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:33 | 20.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ ახალი მთავარი მწვრთნელი სერბი სპეციალისტი იქნება

საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ ახალი მთავარი მწვრთნელი სერბი სპეციალისტი ჟელკო ლიუბენოვიჩი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა უკვე დაადასტურა.

ლიუბენოვიჩმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ონიანი ჩაანაცვლა, რომელიც რამდენიმე დღის უკან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს. "გაგრას" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, სერბმა სპეციალისტმა ახალ კლუბში პირველი ვარჯიშის ჩატარება უკვე მოასწრო და დაიწყო მზადება ოფიციალური დებიუტისთვის, რომელიც 21 ოქტომბერს, გორის „დილას“ წინააღმდეგ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 28 ტურის შემდეგ "გაგრას" 33 ქულა აქვს და ეროვნული ლიგის ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

0.092722