ფეხბურთი

17:40 | 20.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრემ პოტერი გახდა. ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციასა და ინგლისელ სპეციალისტს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

პოტერმა იონ დალ ტომასონი შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. ინგლისელი შვედეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა.

გრემ პოტერი ბოლოს „ვესტ ჰემში“ მუშაობდა, საიდანაც დაითხოვეს, ხოლო მანამდე „იოსტერსუნდში“, „სუონსი სიტიში“, „ბრაიტონსა“ და „ჩელსიში“ უმუშავია.

შვედეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხ ტურში ერთადერთი ქულის ამარაა, მაგრამ პლეი-ოფში მონაწილეობა ერთა ლიგიდან მაინც შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09692