ფეხბურთი

18:54 | 20.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "23 წელზე მეტი ასაკის ფეხბურთელები ნაკრებებში არ უნდა წავიდნენ"

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთში რეფორმებს ითხოვს. მისი აზრით, ეროვნულ ნაკრებებში ფეხბურთელები 23 წლის შემდეგ არ უნდა თამაშობდნენ.

მოკლედ, დე ლაურენტისი წინააღმდეგია, რომ კლუბებმა ნაკრებებში გაუშვან ფეხბურთელები, რომლებიც 24 წლის ან უფრო მეტი ასაკის არიან.

„ევროპა უნდა შეიცვალოს. ჩემი აზრით, დრო დადგა. ფეხბურთის ლიდერებს არ სურთ ცვლილებები, რადგან ეშინიათ კომფორტული ადგილების დაკარგვის, მაგრამ დადგა დრო, რომ შეიცვალოს თამაშის წესები და ჩემპიონატების ფორმატი. ძალიან ბევრი თამაშია და საბოლოოდ მოთამაშეები ვეღარ შეძლებენ წელიწადში 50, 60 ან 70 მატჩის თამაშს.

მათ ვერ გაიგეს, რომ ეროვნულ ნაკრებში მოთამაშეებსზე ლიმიტი საჭიროა: 23 წლის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში თამაში არ უნდა შეიძლებოდეს, რადგან ახალი მოთამაშეები უნდა მოძებნონ. თუ ნაკრებებში 37, 35 და 30 წლის ფეხბურთელები თამაშობენ და ისინი ტრავმას იღებენ, ადგილობრივ ლიგებს ფეხებში ურტყამ. ამ ლიგების მიმართ პატივისცემა არ არსებობს და საკმარისი კომპენსაციაც არ არის, იმ ფეხბურთელების ტრავმებთან დაკავშირებით, რომლებიც წელიწადში 12 თვის განმავლობაში ხელფასს ჩვენგან იღებენ, ეს საკითხიც უნდა დარეგულირდეს.

გარდა ამისა, თითქმის მთელი ფული ჩემპიონთა ლიგაში იხარჯება, ძალიან ცოტა - ევროპა ლიგაში და პრაქტიკულად არაფერი - კონფერენს ლიგაში. ეს უკანასკნელი არის ტურნირი, რომელიც მიზნად ისახავს გუნდების სიამოვნებას, როგორც მემარცხენეების, ასევე მემარჯვენეების და ხმების მოპოვებას უეფაში არჩევენებისთვის. ეს არის რეალობა“, - თქვა დე ლაურენტისმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162378