ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ქენან ილდიზმა უეფას საიტს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რამდენიმე თემაზე ისაუბრა.
მათ შორის, „იუვენტუსში“ 10 ნომრით თამაშზე და ალესანდრო დელ პიეროსთან შედარებებზე:
„იუვენტუსში“ 10 ნომრით თამაში? თავიდან ვიფიქრე: „ღმერთო ჩემო, შევძლებ თუ არა ამის გაკეთებას?“ თუმცა, ამის შემდეგ, დიდ მნიშვნელობას აღარ ვანიჭებდი. უბრალოდ, მინდოდა ეს ნომერი, რომ გამებრწყინა და თამაშით სიამოვნება მიმეღო. სიმართლე გითხრათ, ნომერს მნიშვნელობა არ აქვს, მე ვარ მნიშვნელოვანი, რადგან მე ვთამაშობ და არა ნომერი. ამიტომ, ყოველთვის მინდა, ყველაფერი გავაკეთო და ვაჩვენო, რისი გაკეთება შემიძლია. ჯერჯერობით კარგად მიდის საქმეები და მინდა ასე გავაგრძელო.
მე ყოველთვის საკუთარ თავზე ვარ ორიენტირებული. არ მიყვარს შედარებები. არავის ვგავარ, მე მე ვარ, სხვა - სხვა. ამიტომაც მხოლოდ საკუთარ თავს ვუყურებ. ათნომრიანი მაისური ყველა ბავშვის ოცნებაა და ახლა მას ვატარებ, ასეთ კლუბში. ყოველთვის ვამბობ, რომ არ მომწონს ჩემსა და დელ პიეროს შორის შედარება, რადგან ის ლეგენდაა, მან კარიერა დაასრულა, მე კი მხოლოდ დასაწყისში ვარ. მინდა ჩემი საკუთარი ისტორიის შექმნა. მაგრამ დიახ, ის ერთ-ერთია იმათგან, ვისაც ყოველთვის ვაღმერთებდი და ახლა ვამაყობ, რომ ამ კლუბში მისი მაისურის ტარება შემიძლია.
ყველა ბავშვი ოცნებობს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაშზე. ვფიქრობ, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი სტადიონია და ახლა იქ თამაშის შესაძლებლობა ოცნების ახდენას ჰგავს. ჩემპიონთა ლიგაზე ასეთ კლუბთან დაპირისპირება უბრალოდ წარმოუდგენელია. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად წავა და შესანიშნავ მატჩს ჩავატარებთ“, - თქვა ილდიზმა.






