ფეხბურთი

21:37 | 20.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "სეზონის დასაწყისი რთული გამოდგა, რადგან უჩვეულო გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით"

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე „ლევერკუზენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:

„ვფიქრობ, ბევრმა ახალგაზრდა მოთამაშემ თავდაჯერებულობა მოიმატა. მათ აჩვენეს, რომ ხარისხი აქვთ. სეზონის დასაწყისი რთული და ძალიან განსხვავებული იყო, რადგან ჩვენ ისეთი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით, რომლებიც სეზონის ამ ეტაპზე უჩვეულოა და გამძლეობა გამოვავლინეთ.

ლუკა შევალიეთი ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემთვის ის საუკეთესო ვარიანტი იყო. როდესაც ფეხბურთელს ვიმატებთ, გრძელვადიან პერსპექტივაზე ვფიქრობთ. მომწონს მისი პიროვნება და ის, რასაც ყოველდღიურად ავლენს. როდესაც „პარი სენ-ჟერმენის“ მსგავს კლუბში მოდიხარ, რაღაცეები უნდა ისწავლო. ძალიან დარწმუნებულები ვართ, რომ ის კლუბისა და გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება მომავალი წლების განმავლობაში. სწორედ ასეთი ნდობა გვაქვს მის მიმართ. თქვენ დონარუმასაც აკრიტიკებდით, მოკალით ის, მგონი, ეს დაგავიწყდათ, მაგრამ მე შესანიშნავად მახსოვს.

ვეცდებით, როგორც ყოველთვის ვითამაშოთ, რათა მოვიგოთ მატჩი და დავიმსახუროთ ეს გამარჯვება, მაშინაც კი, თუ ეს რთული იქნება. „ლევერკუზენმა“ ახალი მწვრთნელის გარდა, 20 ახალი მოთამაშე დაიმატა, ამიტომ მათი ანალიზი რთულია. მათ აქვთ ხარისხი და გოლების გატანის უნარი. ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია საკმაოდ ღრმად თავის დაცვა და დიდი პრესინგის განხორციელება. ყველა მატჩი სხვადასხვა საფეხბურთო სიტუაციას გვთავაზობს, მშვიდად ვართ და მზად ვართ ხვალინდელი მატჩისთვის.

გვსურს, რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ ძალიან რთული კალენდრის მიუხედავად. ხვალინდელი დღე ორივე გუნდისთვის კარგი გამოცდა იქნება. კმაყოფილები ვართ, რომ წინა ორი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ხვალ სხვა თამაში იქნება“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენისა“ და პსჟ-ს მატჩი 21 ოქტომბერს, 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099596