საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ყირგიზეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი შეხვედრის მსგავსად, რომელიც ჩვვენმა გუნდმა 3:2 მოიგო, მეორე შეხვედრაც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ, 2:2 დასრულდა.
ყირგიზეთის ნაკრებმა პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩიმაკაის და გაბრიჩიძის გოლებით შეძლო ანგარიშის გათანაბრება.
ყირგიზეთის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩები ევრო 2026-ისთივს მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 24 ოქტომბერს, კაუნასში შედგება.









