ფეხბურთი

2:40 | 21.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოგლიჩიძე: "მიხარია, რომ ისევ ძირითადში ვიყავი, იმედია, რაც შეიძლება ხშირად ვითამაშებ"

„უდინეზეს“ ფეხბურთელმა საბა გოგლიჩიძემ „კრემონეზესთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, უხარია, რომ მეორედ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში და იმედოვნებს, რომ რაც შეიძლება ხშირად ითამაშებს.

„რთული მატჩი იყო. ქულა მოვიპოვეთ, შეგვეძლო მოგება, მაგრამ სტუმრად ფრეც არაა ცუდი შედეგი.

ძალიან ბედნიერი ვარ - ბოლო ორი თამაში სასტარტო შემადგენლობაში ვიყავი. კაბასელესა და სოლეს გვერდით ყოფნით უფრო ადვილია და ამისთვის მადლობას ვუხდი მათ. მთავარია, ასე გავაგრძელოთ. იმედი მაქვს, რაც შეიძლება ბევრ თამაშს ვითამაშებ“, - აღნიშნა გოგლიჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ოთხი შეხვედრა ითამაშა. „უდინეზე“, რომელსაც 9 ქულა აქვს, მომდევნო ტურში 25 ოქტომბერს, „ლეჩეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158071