ფეხბურთი

4:03 | 21.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

1000-მდე მაცხოვრებელი: შვედეთის ჩემპიონი სოფლის გუნდი გახდა

შვედეთის 2025 წლის ჩემპიონი „მიალბიუ“ გახდა, კლუბი, რომელიც სოფელს წარმოადგენს.

სოფელი, სადაც დაახლოებით 1000 ადამიანი ცხოვრობს, დღეიდან თავს შვედეთის ჩემპიონობით იწონებს.

სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „მიალბიუმ“ ჩემპიონობა გაინაღდა, მას შემდეგ, რაც სტუმრად „გიოტებორგი“ იაკობ ბერგსტრომისა და ტომ პეტერსონის გოლებით დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

შედეგად, კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა, რადგან 66 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს და უახლოეს მდევარ „ჰამარბის“ 11 ქულით უსწრებს. ბუნებრივია, სამ ტურში ეს სხვაობა აღმოუფხვრელია.

„მიალბიუმ“ წარმოუდგენელი სასწაული მოახდინა და შვედური ფეხბურთის გვირგვინი დაიდგა.

თეგებიმიალბიუ
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165064