მადრიდის „ატლეტიკომ“ უეფაში საჩივარი შეიტანა ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ, რომელმაც, სავარაუდოდ, „ემირეითსის“ სტადიონზე ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებს ცხელი წყალი არ მიაწოდა - წერს Marca.
ესპანური გუნდის ფეხბურთელებმა შხაპი ვერ მიიღეს. კლუბმა პრობლემის შესახებ სტადიონის პერსონალს აცნობა, თუმცა მათი მოთხოვნები უგულებელყვეს. ფეხბურთელები იძულებულნი გახდნენ, ლონდონის ცენტრში მდებარე სასტუმროში დაბრუნებულიყვნენ.
„არსენალ“ – „ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩი დღეს, 21 ოქტომბერს გაიმართება ლონდონში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.