„მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა იმედი გამოთქვა, რომ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის გოლების სერია დასრულდება.
„ვიმედოვნებთ, მისი გოლების სერია ჩვენთან დასრულდება. თუ ვიტყვი, რომ ის საუკეთესო ცხრა ნომერია, არაფერს გეტყვით. მაგრამ გვინდა საუკეთესოების წინააღმდეგ თამაში და ეს გვეხმარება განვითარებაში. სწორედ ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ვეცდებით, ბურთს ხშირად არ შეეხოს, მაგრამ ვიცით, რომ ის საქმეს მაინც გაგვირთულებს. ვიმედოვნებთ, მატჩს უგოლოდ დაასრულებს.
ზოგადად, მატჩისას სირთულეები ბევრი იქნება, ისევე, როგორც „იუვენტუსთან“ წინა შეხვედრისას. კვლავ ევროპის ჩემპიონთან ვთამაშობთ და ეს კარგი გამოცდაა“, - ციტირებს ესპანელი მწვრთნელის სიტყვებს AP.
25 წლის ნორვეგიელმა 2025/26 წლების სეზონში 10 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი“ დღეს, 21 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.










