ინგლისელი მწვრთნელი შონ დაიჩი „ნოტინგემ ფორესტის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში განაცხადა.
წყაროს ცნობით, მხარეებმა ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს და კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გაფორმდება. „ევერტონის“ ყოფილი დამრიგებელი მზადაა პრემიერლიგაში დაბრუნდეს პაუზის შემდეგ, რომლის დროსაც ის წლეულს იანვრიდან უმუშევრად იყო.
ეს იქნება მეოთხე კლუბი დაიჩის სამწვრთნელო კარიერაში, მანამდე ის „უოტფორდს,“ „ბარნლის“ და „ევერტონს“ ხელმძღვანელობდა.
„ნოტინგემ ფორესტმა“ რამდენიმე დღის წინათ მთავარი მწვრთნელი ანგელოს პოსტეკოღლუ გაათავისუფლა.