მადრიდის „რეალის“ ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე ლა ლიგის მე-9 ტურის გმირი გახდა. მან კლუბს „ხეტაფესთან“ მინიმალური ანგარიშით 1:0 გამარჯვება მოუტანა და ისტორიაში თავისი გვარი ჩაწერა - გვამცნობს Opta Sport.
მბაპემ მატჩის ერთადერთი ბურთი მე-80 წუთზე გაიტანა არდა გიულერის გადაცემის შემდეგ. ეს გოლი მბაპესთვის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-10 გახლდათ. მან ასევე ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ამგვარად, მბაპე 2014/2015 წლების სეზონის შემდეგ გახდა „რეალის“ პირველი მოთამაშე, რომელმაც პრიმერას პირველ ცხრა მატჩში 10 ან მეტი გოლი გაიტანა. ბოლო ფეხბურთელი, ვინც ეს შეძლო, კრიშტიანუ რონალდუ იყო, პორტუგალიელმა მაშინ 17 გოლი გაიტანა.
მბაპე გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა „რეალს.“