ფეხბურთი

12:54 | 21.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტრენტი „ლივერპულის“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება

მადრიდის „რეალის“ მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები გამოცხადდა. სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული Diario AS-ის ცნობით, ინგლისელი სრულად მზად იქნება „რეალ“ - „ლივერპულის“ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩისთვის.შეხვედრა სამშაბათს, 4 ნოემბერს, ლივერპულში, „ენფილდის“ სტადიონზე გაიმართება.

ტრენტმა გამოტოვა ლა ლიგის ხუთი მატჩი და ერთი ჩემპიონთა ლიგაზე, ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო. ბოლოს ის მინდორზე ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, „მარსელთან“ 2:1 მოგებულ მატჩში გამოჩნდა.

ალექსანდერ-არნოლდი „რეალს“ „ლივერპულიდან“ 2025 წლის ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის წინ, სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. მედიის ცნობით, „თეთრებმა“ ფეხბურთელის ტრანსფერში 10 მილიონი ევრო გადაიხადეს, მისი მერსისაიდელებთან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09112