„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ამჟამად ვერცერთი გუნდის ვერ ჩაიბარებდა.
„დიახ, ენერგია არ მაკლია. მაგრამ ამჟამად ასევე არ მაქვს გუნდის მართვის ძალა. ახლა რომ ვთქვა: კარგი, დავიწყოთ ნულიდან, როგორც 2015 წელს გავაკეთეთ „ლივერპულში“ და ყველაფერი თავდაყირა დავაყენოთ… არა, ამის გაკეთების ძალა არ მექნება“, - ციტირებს 58 წლის გერმანელი მწვრთნელის სიტყვებს Kicker.
შეგახსენებთ, რომ „ლივერულმა’ ყველა ტურნირზე ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო, რამაც ბრიტანელი საფეხბურთო ექსპერტები მერსისაიდელთა კრიზისზე აალაპარაკა.









