მიუნხენის „ბაიერნმა“ ვენსან კომპანისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ბელგიელი სპეციალისტი „რეკორდმაისტერს“ 2029 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის. კომპანიმ კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მუშაობა უნდა გააგრძელონ უფრო მეტი წარმატების მისაღწევად.
ვენსან კომპანი „ბაიერნში“ 2024 წლიდან მუშაობს და კლუბს გასულ სეზონში ბუნდესლიგა მოაგებინა, მიმდინარე სეზონის სტარტზე კი გერმანიის სუპერთასი.






